Thursday, January 17, 2013
სათამაშო
სათამაშო რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?
– სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ გარესამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და საკუთარ თავს შეიმეცნებენ. თამაში ახალისებს და ართობს ბავშვს, აკმაყოფილებს მის მოძრაობის მოთხოვნილებას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ბიოლოგიურად ყალიბდება, უახლოვდება თანატოლებს, ეუფლება ურთიერთობისთვის აუცილებელ მეტყველებას, უვითარდება წარმოსახვა, ზნეობრივი თვისებები და ა. შ. ამრიგად თამაშს უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს,თამაშის აღმზრდელობითი როლი მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული. სასურველია, მშობლებმა და აღმზრდელებმა იცოდნენ არა მარტო აღზრდის ამოცანები, არამედ იცნობდნენ ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების დონეს, მის შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ თავისებურებებს, თითოეული სათამაშოს დანიშნულებას და მათი ასაკობრივი შერჩევის პრინციპებს. როგორი სათამაშოებით უნდა გაერთოს ამა თუ იმ ასაკის ბავშვი?
2-5 თვემდე ასაკის პაწიას კაშკაშა, სხვადასხვა ფერის სათამაშოები სჭირდება, რომლებიც საწოლთან ან საბავშვო ეტლთან ისე უნდა დავუკიდოთ, რომ იოლად დაინახოს და თვალი მიადევნოს. სათამაშო, რომლებსაც ბავშვი ხელით ეხება, უნდა იყოს რბილი, თბილი და ისეთი მასალისგან დამზადებული, რომ მისი კბენა და პირში ჩადება შეიძლებოდეს.
11-12 თვის ბავშვს მოსწონს საგნების დაშლა და აწყობა, ერთმანეთში ჩაწყობა, სახურავების ახდა-დახურვა და ა.შ. ამ ასაკის პატარებს შეიძლება მივცეთ სათამაშოდ მექანიკური სათამაშოები -ქათამი, რომელიც კაკანებს, დათვი, რომელიც დოლზე უკრავს, მოძრავი მატარებელი, ასევე – ბურთები და ბუშტები.ისწავლის თუ არა ბავშვი ფეხზე დგომას, მას დასჭირდება სათამაშოები, რომლებიც შეიძლება ატაროს თოკით: ცხენი, ფისო და სხვა. ასეთი სათამაშოების საშუალებით ბავშვი ცხოველთა სამყაროს ეცნობა.
2 წლამდე ასაკის ბავშვი ვერ ხვდება სათამაშოს ემოციურ-აზრობრივ მნიშვნელობას. მას ერთადერთი რამ აინტერესებს: როგორ შეიძლება მოექცეს ამ ნივთს. მაგალითად, პატარას აღაფრთოვანებს იმის გაგება, რომ კუბიკები შეიძლება ერთმანეთზე დავაწყოთ, ჩავაწყოთ ყუთში, სათამაშო მანქანის საბარგულში და ა.შ.
3 წლის ბავშვმა უკვე იცის, რომელი სათამაშოები სჭირდება, როგორ გამოიყენოს ისინი და რას მიიღებს შედეგად. გარემოდან მიღებული ცოდნა მას თავის სამყაროში გადააქვს. მაგალითად, კოვზით ჭამა თუ ისწავლა, თამაშის დროს თვითონაც მზრუნველად “აჭმევს” დედოფალას.
ორწლინახევრიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს გარეული ცხოველების გამომსახველი სათამაშოები ურჩევნიათ (ეს წიგნებიდან და ილუსტრაციებიდან მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება).
5-7 წლის ასაკისთვის ბავშვებს უკვე შეუძლიათ დიდხანს დამოუკიდებლად თამაში. ისინი თვითონ ირჩევენ სათამაშოებს, იქმნიან პირობებს, ავითარებენ სიუჟეტს.
სასკოლო ასაკში ბავშვები სწავლობენ სათამაშოს გარეშე თამაშს, მოგებას და წაგებას, წესების დაცვას, სხვისი მოგების აღიარებას, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობას და ერთობლივ მუშაობას.
ფსიქოლოგების მოსაზრებით, თამაში ფსიქიკისთვის ერთგვარი ვიტამინია.
ბავშვი თამაშით ცდილობს გაითავისოს და გადაამუშაოს გარემომცველი სამყაროდან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია მისი სწორი და ჰარმონიული განვითარებისთვის.მკვლევართა და მეცნიერთა მტკიცებით, თამაშში ჩართულ ბავშვზე დაკვირვებით შესაძლებელია მისი ცალკეული თვისებებისა და ხასიათის შტრიხების ამოცნობა, საჭიროების შემთხვევაში კი თამაშითვე კორექციაც, ამიტომ უფროსები დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ, ერთი შეხედვით, გასართობ და “მსუბუქ“ საქმიანობას.
პატარებს არც ისე ბევრი სათამაშო სჭირდებათ. მთავარია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, აღვიძებდეს ფანტაზიას, ავითარებდეს ჩვევებს და, რაც მთავარია, მოსწონდეს თვით ბავშვს.
მავნე ჩვევა:
პირველი მავნე ჩვევები
ბავშვების პირველი და გაუაზრებელი მავნე ჩვევებია: თითის ან მატყუარას წოვა, კბილების კრაჭუნი ძილში, სხვადასხვა საგნების ღრღნა. ეს ჩვევები არაესთეტურია, უსიამოვნოა უფროსებისთვის, მაგრამ მათი ყველაზე დიდი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ხელს უშლიან კბილებისა და ყბების სწორ ზრდასა და განვითარებას.
ყველა მავნე ჩვევა თავისებური კომპენსაციაა - ისინი ამცირებენ შფოთვის შეგრძნებას. ყველაზე ხშირად მავნე ჩვევები აღინიშნება იმ ბავშვებში, რომლებიც განიცდიან მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტს, არ ჰყოფნით მოფერება. როდესაც გვერდით არ არის დედა, რომელიც ბავშვს დაამშვიდებს და ჩაეხუტება, ბავშვი გამოსავალს პოულობს სიტუაციიდან: იწყებს თითის წოვას ან ტუჩის მოკვნეტას, ფანქრის ღრღნას ან ძილში კბილების კრაჭუნს. ეს ჩვევები ათავისუფლებენ შიშებისგან, ყურადღება გადააქვთ და თვითდამშვიდების ერთგვარი საშუალება ხდება ბავშვისათვის.თითოეული მავნე ჩვევის საფუძველი ყოველთვის უნდა ვეძებოთ ფსიქოლოგიაში, ბავშვსა და მშობლებს შორის მტკიცე ემოციური კავშირების არარსებობაში. მაგრამ, ხშირად მშობლები ნაადრევად ატეხენ განგაშს. რადგან მრავალი მავნე ჩვევა ხშირად დაკავშირებულია ბავშვების ასაკთან და მათი განვითარების განუყოფელი ნაწილია, არ უნდა გადავამეტოთ მათი მნიშვნელობა.
არსებობს უფრო სერიოზული მავნე ჩვევები რომელიც უფრო სერიოზულია და საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას და გონებრრივ განვითარებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment